ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით საქართველო ბევრი სახელმწიფოს ინტერესების გადაკვეთაშია და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მსგავსი სამსახურები ამ თემებზე მუშაობენ.
“რაც შეეხება მოსმენების თემას არის ნებისმიერი სახელმწიფოები, სადაც ხდება სანქცირებული მოსმენები, ცალკეული პირების მიმართ, მით უმეტეს საქართველო, რომელიც არის ბევრი სახელმწიფოს ინტერესების გადაკვეთაში. შესაბამისად, ბუნებრივია, არის სამსახურები, რომლებიც ამაზე მუშაობენ”, – განაცხადა ზარქუამ
ამასთან, ზარქუა ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქარველოს ელჩის ევროკავშირში დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის სიზუსტე კარლ ჰარცელს უნდა ჰკითხონ.
“რაც შეეხება ელჩის დაბარებას – ჰკითხეთ კარლ ჰარცელს ტყუილად შეიძლება დაიბარეს თუ არ დაიბარეს, მას ჰკითხეთ მე რა ვიცი?”, -აღნიშნა ზარქუამ
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ბრიუსელში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გაავრცელა

