ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: დიპლომატებს არავინ უსმენდა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დიპლომატებზე მოსმენას არ აწარმოებდა.

მისივე თქმით, ფაილების საქმეზე, სიმართლის დადგენის მიზნით, გამოძიება უნდა ჩატარდეს.

“დიპლომატებს არავინ უსმენდა, ხაზგასმით ვამბობ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს. არ ვიცი რაზეა საუბარი. უნდა ჩატარდეს გამოძიება და გაირკვეს, რა არის ტყუილი და რა მართალი”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის საპატრიარქოზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებზე მოსმენას აწარმოებდა. ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა კონკრეტულმა პირებმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი თავი ამოიცნეს.

იტვირთბა....