ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოცირიძე დმანისის ინციდენტზე: დამნაშავეს წინასაარჩევნოდ დააკავებენ და შემდეგ გამოუშვებენ

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ის, რაც დმანისში გუშინ მოხდა, 9 წლის განმავლობაში ყოველთვის ხდებოდა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ დააკავებს დამნაშავეს, თუმცა შემდეგ ისევ გამოუშვებს.

“ის, რაც დმანისში მოხდა, ხომ ხდებოდა ყოველთვის, ყოველ წელიწადს ამ 9 წლის განმავლობაში, როდესაც არჩევნები ტარდებოდა?! ვინმე ამ 9 წლის განმავლობაში გინახავთ დასჯილი და დაპატიმრებული? ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ვიღაც ნაძირალა დამნაშავეს, რომელმაც დაასახიჩრა ადამიანი და შემდეგ გამოუშვებენ”, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.

იტვირთბა....