ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ეს რომ რეალური დებატები ყოფილიყო, ბუნებრივია, დატოვების გადაწყვეტილებას არ მივიღებდი

ეს რომ ყოფილიყო რეალური დებატები ან დებატებთან მიახლოვებული ფორმატის დებატები ბუნებრივი მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც მის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატების დატოვების ფაქტს გამოეხმაურა .

როგორ მელიამ აღნიშნა, მაყურებელი დარწმუნდა, რომ ეს ყველაფერი იყო გარდა დებატებისა.

“ეხლა რას იტყოდა? რაღაც ხომ უნდა ეთქვა. მაყურებელი დარწმუნდა, რომ ეს ყველაფერი იყო გარდა დებატებისა. 16 კანდიდატი ვიდექით იმ სივრცეში, იმ ფორმატში, როდესაც თითოეულ კანდიდატს მხოლოდ ორსაათნახევრის განმავლობაში ჰქონდა 4 წუთი სალაპარაკო დრო. მე ჩემი მთავარი სათქმელი ვთქვი – ეს რომ ყოფილიყო რეალური დებატები ან დებატებთან მიახლოვებული ფორმატის დებატები ბუნებრივი მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი “, – განაცხადა მელიამ.

იტვირთბა....