aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტიკარაძე : ალმასგან უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო, რამდენად სწორად ჩანაცვლდა ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს არის რეპუტაციული, მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის მქონე ბანერებით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც სიძულვილის ენის შემცველი ბანერების თემას გამოეხმაურა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კომპანია ალმასგან მეტად გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო თუ რა სახის საინფორმაციო ბანერით მოხდავაქცინაციის მხარდამჭერ ბანერის ჩანაცვლება.

“სატელევიზიო კომენტარი გააკეთა კომპანიამ, რომ ეს არ არის ქართული ოცნების დაკვეთა. აქედან გამომდინარე, მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, კომპანია ალმასგან გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან. ეს არის რეპუტაციული, მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის მქონე ბანერებით”, – განაცხადა ტიკარაძემ

ცნობისთვის, თბილისში და რამდენიმე ქალაქში გამოაკრეს ბანერები, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: “არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

იტვირთბა....