ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელის განცხადებით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში ფართო დისკუსიაა საჭირო.
მისივე თქმით, მიყურადება და თვალთვალი დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი არ არის
“მოსმენებთან დაკავშირებით მინდა ამ საკითხს უფრო დეტალურად შევეხო. უნდა გაგრძელდეს დისკუსია მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ და მათ მასშტაბზე. მინდა ყველას შევახსენო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს იმ საფრთხეებზე, რაც ქვეყანას ემუქრება. მაგალითად, ტერორიზმზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს განხორციელებულიყო ძალიან ფრთხილად. ეს ინსტიტუცია ანგარიშვალდებული უნდა იყოს. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა. ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება და უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში, რადგან მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი“, -განაცხადა ჰარცელმა.

