aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაპუაშვილი დმანისზე: სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია ვერ ავირიდეთ თავიდან

პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო დმანისში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. ამასთან ერთად, ჩვენ ამომრჩეველს არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების ნაცვლად, ნაციონალური მოძრაობა ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მოსახლეობის პროვოცირება. ჩვენ ხელვაჩაურში შევძელით ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან არიდება, როცა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენს კანდიდატთან და ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას, სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია თავიდან ვერ ავიცილეთ
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს – ენმ-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ დაუთაშვილი და მისი შვილი მონაწილეობდნენ.

იტვირთბა....