მერობის კანდიდატების დებატებზე გიორგი გახარიამ კახა კალაძეს ჰკითხა, იზიარებს თუ არა მისი თანაგუნდელების მხრიდან მის მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს: ნაკოტიკების მოხმარებას, მოღალატეობას და მიხეილ სააკაშვილთან კავშირებს.
კახა კალაძემ კი უპასუხა:
“ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენს საქციელს, მე პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი – არ მომეწონა ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო, როცა კითხვა ისმება გიორგი გახარიაზე. მე, პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. თბილისმა გადაწყვიტოს”,- ამბობს კალაძე.

