aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე დმანისზე: რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, დმანისში ოპოზიციურ კანდიდატსა და მის მხარდამჭერებზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ პასუხისმგებლობას არ იღებს.

“რაც მოხდა დმანისში არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუღებელი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდა… როდესაც ადგილი აქვს ექსცესს და ეს ინციდენტი იყო ექსცესი, ასეთ დროს ეს არის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა. ეს არის პირველი შემთხვევა ამ 3-თვიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში.

მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო? კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაც კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე? პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ, იმ მუდმივ ძალადობაზე, ბოროტებაზე, და უბედურებაზე – რაც ყოველდღიურად გადმოედინება თქვენი არხებიდან. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თქვენმა ბინძურმა ტელევიზიებმა”,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს – გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

იტვირთბა....