ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი ბილბორდებზე: წამალივით არის, რომ შევხედოთ ყველამ და გავიხსენოთ, რა არ გვინდა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “სისხლიან” ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხალხმა უნდა უყუროს ამ ბანერებს, რომ გაიხსენონ, რა არ უნდათ. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ ბილბორდებთან დაკავშირებით. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციის ფლანგი, ოპოზიციური მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ.

ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, რომ ეს წამალივით არის, რომ შევხედოთ ყველამ კარგად ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა. იმიტომ, რომ წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ და წარსული არასდროს არავინ არ უნდა დაივიწყოს, არც ცუდი და არც კარგი”,- ამბობს წულუკიანი.

17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას” კვლავ გამოჩნდა.  ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი “არა ღალატს”.

იტვირთბა....