ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა სუს-ის ფაილების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. ბოკუჩავამ ფაილებში ასახული ერთ-ერთი საუბრის ნამდვილობა დაადასტურა.
“ძირითადად ავთენტურობასთან დაკავშირებით იყო კითხვები. მოგეხსენებათ, რომ როგორც პარლამენტის წევრს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მაძლევს უფლებას, რომ წყარო არ გავამჟღავნო, ვინც აღნიშნული ამონარიდი მომაწოდა. ამონარიდის ნაწილის ავთენტურობა დავადასტურე, რაც მაძლევს საფუძველს იმისთვის, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა. თავს ვგრძნობ დაზარალებულად და მოვითხოვ გამოძიებას. ამ გამოძიების იმედი ძალიან რთულია, რომ ქონდეს ადამიანს, რომელსაც ივანიშვილი იყენებს დევნის ინსტრუმენტად”,- ამბობს ბოკუჩავა.
13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

