ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ლელოს მხრიდან მსგავსი ტიპის პოზიცინირება სწორი არ იყო

ლელოს მხირიდანაც არ იყო სწორი პოზიციონირება, რომ ეს იყო მისი, როგორც ერთი პარტიის ინიციატივა. ეს უნდა ყოფილიყო ერთობლივი ინიციატივა, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე ლელოს ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ქმედებები ქართულ პოლიტიკაში ახალი არ არის და ამ მხრივ არც ნაციონალური მოძრაობაა გამონაკლისი.

“მსგავსი ტიპის ინიციატივები არ უნდა იყოს იყო ერთაპარტიული, იქედან გამომდინარე,რომ როდესაც ერთპარტიული წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პარტია ფიქრობს, რომ წინასაარჩენო პერიოდში იმ ერთ პარტიას ქულა არ დააწერინოს. ნაციონალური მოძრაობა გამონაკლისი არ არის, პირიქით ასეთი რაღაცეები ძალიან ბუნებრივი ამბავია ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად ვიქრობ, რომ ლელოს მხირიდანაც არ იყო სწორი პოზიციონირება რომ მისი როგორც ერთი პარტიის ინიციატივა . ეს უნდა ყოფილიყო ერთობლივი ინიციატივა“, განაცხადა ხვიჩიამ

ინფორმაციისთვის, სავარაუდო ფარული მოსმენის საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა “ლელოს” ეკუთვნის. ფრაქციაში ამ მიზნით ხელმოწერებს აგროვებენ. ნიკა მელიას განცხადებით, “ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში “ნაციონალურ მოძრაობას” მონაწილეობის მისაღებად არ სცალია”.

იტვირთბა....