aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროპული სასამართლოს გადაწვეტილებით, ლიტვინენკოს მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპული სასამართლო ალექსანდრ ლიტვინონკოს მკლელობის საქმეში რუსული მხარის ბრალეულობის საკითხს აყენებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს, 21 სექტემბერს მიიღო.
როგორც ევოპული სასამართლოს ვერდიქტშია ნათქვამი , რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ყოფილი თანამშრომლის პოლონიუმით მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. სასამართლომ დაავალდებულა რუსეთის მთავრობა ლიტვინენკოს ქვრივს კომპენსაციის სახით 100 000 ევრო გადაუხადოს.

ცნობისთვის, ლიტვნინენკო, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ყოფილი თანამშრომელი იყო, ლონდონში 2006 წელს მოწამლეს.
ლიტვნენკო არსებული მომწამლელი ნივთიერების მიღების შედეგად რამდენიმე კვირაში, ლონდონში გარდაიცვალა.

მიუხედავად ბრალდებისა რუსული მხარე ყოველთვის კატეგორიულად უარყოფთდა ლიტვინენკოს გარდაცვალების საქმეში მის მონაწილეობას.

იტვირთბა....