ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

22-24 სექტემბერს ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსები 24 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან კლებას ელოდებიან, მაღალმთიან ზონაში ზოგან კი შესაძლოა მოთოვოს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

იტვირთბა....