aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპატოთ – რას წერს ფანჯიკიძე

აი, თუ დადასტურდა, რომ მენტალური ჯანმრთელობის სერვისებსაც უსმენდა სუსი (ძალიან მინდა, რომ ეს მაინც ტყუილი იყოს), რაც იმას ნიშნავს, რომ ორმაგ დანაშაულს ჩადიოდა, – მოსმენის უკანონობის გარდა, პაციენტს ცალკე იცავს კანონი, – ჩემი აზრით საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუსის შენობა, ან სულაც, ზურა-გირჩმა ყურადღების გადატანის მიზნით მანქანები ლეწოს, სანამ ჩვენ ბენზინით მოვრწყავთ ბოროტების, უკანონობის და უზნეობის ბუდეს და მერე ყველა ერთად დაგვაპატიმრონ, სამეცნიერო მუშაობა ისე გაიშვიათებულია, ძალიანაც ნაყოფიერი იქნება ჩვენი ყველას ერთად გამოკეტვა. ფუ, თქვე ვირთხებო მართლა, სად დაიბადეთ, სად შეიყარეთ, ვინ გამოგიგონათ ასეთები
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

იტვირთბა....