aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: 2 ოქტომბერს ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დავასრულოთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლება 43%-ს ვერ აიღებს.

მისივე თქმით, ოცნებას არავიტარი მორალური და იდეოლოგიური პლატფორმა არარ გააჩნია.

“რეფერენდუმზე კონცენტრაცია ნიშნავს, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დავასრულოთ, დავამთავროთ. 43% ვერ იქნება მათ მიერ აღებული და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ასეა მათი შიდა კვლევებითაც. ყოველდღიურად გამოდის ინფორმაცია შტაბებიდან. საერთოდ არავითარი პლატფორმა აღარ აქვთ, აღარც მორალური, აღარც იდეოლოგიური და საერთოდ, სირცხვილით ვეღარ შედიან უკვე ქართული ოცნების შტაბში”, – განაცხადა დეკანოიძემ ტვ პირველის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....