[su_quote]ჩვენს მრავალფეროვან და დიდი ისტორიის მქონე ქალაქს ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი კულტურული ტრადიციები აქვს. თბილისი არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილი – ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული. ამიტომ, კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ის ინსტიტუციურ დონეზე იქნება მხარდაჭერილი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტები, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლებში ვაპირებთ[/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამები გააცნო.

