[su_quote]ნიკა გვარამია სხვა დროსაც გვინახვას ამ პოსტერებზე, თუმცა ახლა დაამატეს სხვა მედიის წარმომადგენლები, რაც ჩემი აზრით, ძალიან საგანგაშო სიგნალია და მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას მწვანე შუქი აქვს ანთებული, მათ შორის, წინასაარჩევნოდ ჟურნალისტებზე ძალადობასა და აგრესიაზე. ეს არის ლოგიკური გაგრძელება 5 ივლისის, სადაც პირდაპირ ხელისუფლების და ღარიბაშვილის წახალისებით დასდევდნენ, ნადირობდნენ და სცემდნენ ჟურნალისტებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი დაიღუპა[/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.