თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ დაუშვებელია სიძულვილის ენის შემცველმა ბანერებმა ვაქცინაციის მოწოდებისთვის განკუთვნილი ბანერები გადაფაროს.
მისივე თქმით, მან აღნიშნული ფაქტის შესახებ არაფერი იცის.
“არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ, არ მინახავს და არ ვიცი სიძულვილის ენაა თუ რა არის. ზოგადად, სიძულვილის ენა კარგი არ არის. თუ ის დაიდგა ვაქცინაციის მოწოდების ბანერის ნაცვლად და ის გადაფარა, ეს დაუშვებელია”, – ამბობს ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში ახალი ბანერები, სახელწოდებით არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს! გამოჩნდა, რომელზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული.

