მთავარი საზოგადოება ციტატა

მელაძე: რით ვერ გაიგეთ, ძალიან მყარი ნერვები მაქვს

[su_quote]დღეს დილით ქუჩაში გამოსულებს ჩემი სისხლიანი ბანერები რომ დაგხვდათ, წარმოიდგინეთ რამდენი ათასი დოლარი დაუჯდა ეს ბილბორდები საქართველოს ხელისუფლებას – ბევრი, თან ძალიან ბევრი. რა მიზანი უნდა ჰქონდეს ქართულ ოცნებას, რომ ასე ებრძოდეს ერთ ჟურნალისტს, როდესაც ქალაქის ქუჩებში რუსეთი ოკუპანტია ბანერი საკუთარი დაფინანსებით არც კი გამოუკრავთ.

ალბათ ჰგონიათ, რომ ამით ვინმე დაითრგუნება, ნერვები უმტყუნებს, ბარგს ჩაალაგებს და პროფესიიდან წავა. ან დაიწყებს მთლიანად მათ ლანძღვას, მხოლოდ მათზე ილაპარაკებს, მხოლოდ მათზე გადაეწყობა და საქმეს უბრალოდ ვეღარ გააკეთებს. ტელეფონზე რომ ვლაპარაკობ, ხომ ყოველწუთიერად მისმენთ? ყოველდღე ჩემი საუბარის აუდიო ფაილებს ხომ ამზადებთ? ხოდა, რით ვერ გაიიგეთ, მყარი, ძალიან მყარი ნერვები მაქვს და ამ ქვეყანაზე არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჩემზე გავლენის მოხდენა შეუძლია[/su_quote]

ამის შესახებ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი განაცხადა.

იტვირთბა....