aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეუთო/ოდირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად გაფორმებული 19 აპრილის ხელშეკრულების შესრულების მიზნით 2021 წლის 28 ივნისს საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად შეიცვალა.

“მიღებულმა ცვლილებებმა შეცვალა საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და კომისიის წევრთა დანიშვნის წესი, შემოიღო უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტი ადგილობრივი არჩევნებისთვის, გაზარდა დავების გადაწყვეტის ვადები, შემოიღო სავალდებულო შემთხვევითი ხელახალი გადათვლა და ზომები ამომრჩევლის დანიშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით. ცვლილებები ნაწილობრივ შეეხებოდა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ვენეციის კომისიის მანამდე გაცემულ რამდენიმე რეკომენდაციას. თუმცა განუხორციელებელი დარჩა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არაერთი მანამდე გაცემული რეკომენდაცია. მათ შორის, ის რეკომენდაციები, რომლებიც შეეხებოდა ხმის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავების გადაწყვეტის გზებსა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად მიღებულ დამატებით ზომებს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ რამოდენიმე ანგარიში მიიღო, რომლებშიც საუბარია მთელი ქვეყნის მასშტაბით კანდიდატებზე ზეწოლაზე, რათა მათ თავისი კანდიდატურა მოეხსნათ.

“მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად პარტიულ სიებში სულ მცირე იმდენი კანდიდატი უნდა იყოს, რამდენი თანამდებობაც შესაბამის საარჩევნო ოლქშია, ცესკოს 7 სექტემბერის გადაწყვიტილებით რეგისტრაცია არ გაუუქმდათ იმ პროპორციულ სიებს, რომლებშიც ზოგიერთი კანდიდატურის მოხსნის გამო ვერ შეგროვდა კანდიდატების საკმარისი რაოდენობა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრებისას პროცესში მონაწილე ზოგიერთმა მხარემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური გარემო უკიდურესად პოლარიზებულია და ხასიათდება აგრესიული დისკურსით, რასაც თან ერთვის ხშირი ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

“საარჩევნო კამპანია აქტიურად შუქდება ბეჭდურ და ონალინ გამოცემებში და ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას პროცესში მონაწილე მხარეთა უმეტესობას არ გამოუთქვამს წუხილი მათ მიერ კამპანიის თვისუფლად წარმართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის უმცირესობათა ენებზე. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრებისას პროცესში მონაწილე ზოგიერთმა მხარემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური გარემო უკიდურესად პოლარიზებულია და ხასიათდება აგრესიული დისკურსით, რასაც თან ერთვის ხშირი ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან შეხვედრებისას პოლიტიკური პარტიების უმეტესობა აღნიშნავდა, რომ პოლიტიკური გარემო მეტისმეტად კეთილგანწყობილია მმართველი პარტიის მიმართ, მათ შორის საარჩევნო კამპანიის შემოწირულობებზე ხელმისაწვდომობის კუთხით და ასევე გამოხატეს შეშფოთება, რომ ბოლო დროს, არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის მიერ დაწყებულმა რამდენიმე სოციალურმა და ეკონომიკურმა პროექტმა ეს საკითხი უფრო მეტად გაამძაფრა. მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალულია სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყება არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადების შემდეგ, მთავრობა ამტკიცებს, რომ პროექტები არჩევნების გამოცხადებამდე დაიწყო”, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე და აღნიშნულია, რომ მიუხედავად მედიაგარემოს მრავალფეროვნებისა, ის შესამჩნევადაა დამოკიდებული პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებზე და მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ პოლარიზაციას ირეკლავს.

იტვირთბა....