ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბეჟან გუნავა და ლაშა ჩხარტიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

“დემოკრატიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი და „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა ხვალისთვის პროკურატურაში არიან დაბარებულები.

როგორც ბეჟან გუნავამ სააგენტო „მეტრონომს“ განუცხადა, მისი დაკითხვა რვა წლის წინ ზუგდიდში “თანასწორობის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული აქციის დარბევას ეხება, სადაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ ზეწოლას ახდენდნენ. აღნიშნული პირები თავს დაესხნენ ბეჟან გუნავას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გუნავა ამ პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

როგორც გუნავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ის მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს არ ენდობა და ამ საქმის ობიექტურად გამოძიებას ეჭვის თვალით უყურებს, რადგან შოთაძე იმდროინდელი ხელისუფლების, პროკურატურის წარმომადგენელია, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

იტვირთბა....