aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს.

ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო.

2013 წლიდან საქართველოს მიერ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტებით დააკავეს.

ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვდა. 4 წლიანი პროცედურების შემდეგ ხელმეორედ დააკავეს, იუსტიციის სამინისტროს და კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნილი მაღალჩინოსანი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გადმოეცა.

მეგის ქარდავა საქართველოდან 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე წავიდა. ამის შემდეგ, მას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა.

იტვირთბა....