ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: ბევრი ადამიანი, თუ აიცრება იოლად გადავიტანთ მეხუთე ტალღას და “შავი აგვისტო” აღარ გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რაც მეტი ადამიანი აიცრება მით უკეთესი იქნება იქნება და აღარ იქნება “შავი აგვისტო”

“რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით მეტად იოლად გადავიტანთ „მეხუთე ტალღას“ და „შავი აგვისტო“ აღარ გვექნება…. ეპიდსიტუაცია ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მიდის დამშვიდებისკენ. ამაზე მეტყველებს რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას. პირველ რიგში, ეს არის ახალი შემთხვევების რაოდენობა, აბსოლუტური, ან 100 000 მოსახლეზე გადათვლილი, ეს არის დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი და ბოლო, ყველაზე მძიმე, ეს გახლავთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი”,- ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსით  56 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 039 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.

იტვირთბა....