ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო ელექტრომომარაგება 6 იანვარს დროებით შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მაცხოვრებლებს (311 აბონენტს).
კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.