უბედური შემთხვევის შედეგად ქუთაისში მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც მრავალსართულიანი კორპუსიდან ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვარდა .
თვითმხილველთა თქმით, ბეტონის კონსტრუქცია მცირეწლოვან ბავშვს დაეცა. დედა დაშავდა, ბავშვი კი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს გამოძიებას 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.