პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ფეისბუქზე ეხმაურება:
„როდესაც გირგვლიანის ოჯახს ბოდიშს უხდი მურუსიძის დანიშვნის გამო და ხელს არ აწერ იუსტიციის საბჭოს დათხოვნის პეტიციას, ამას ერთი სახელი ეწოდება:
ფ ა რ ი ს ე ვ ლ ო ბ ა“ – წერს კახა კუკავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გირგვლიანების ოჯახს ბოდიში მოუხადა. ხუნდაძე ამით სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევის საკითხს გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, მურუსიძის დანიშვნა არც ერთ მორალურ-ზნეობრივ სტანდარტში არ ჯდება და ბოდიში მოიხადა, რომ მან ხმა მისცა მოსამართლეებს, რომელთაც მურუსიძის არჩევას მხარი დაუჭირეს.