.
CNN ერაყის ქალაქ რამადიდან სიუჟეტს აკეთებს. ქალაქი რამადი ISIS-მა გასული წლის მაისში დაიკავა და კოალიციის ჯარებმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა „ისლამური სახელმწიფოსგან“.
კადრებში ჩანს როგორ გამოჰყავთ დანგრეული ქალაქიდან გარდაცვლილები. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
ჯიჰადისტებს საცხოვრებელ სახლებში სანგრები ჰქონდათ გათხრილი , რათა თავი სროლებისგან დაეღწიათ. CNN-ის რეპორტაჟში ნაჩვენებია კოალიციის მიერ აყვანილი ISIS წევრი ტყვეებიც, მათ ხელები შეკრული აქვთ, სახე კი დაფარული.
CNN-ის ცნობით, ქალაქში სროლები კვლავაც გრძედება, რამადის ტერორისტებისგან გაწმენდა კიდევ მიმდინარეობს.
„რამადის განთავისუფლება ISIS-გან კაცობრიობის გამრჯვებაა. რადგან „ისლამური სახელმწიფო“ მხოლოდ ერაყს არ ებრძვის, ის კაცობრიობის წინააღმდეგ იბრძვის“.-აცხადებს ერაყის არმიის გენერალი.