[su_quote] თუ შეხედავს, რომ მუხტი ვერ აწიეს, სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიით საზოგადოება ვერ აღაშფოთეს და „ქართულ ოცნებას“ რაღაცები ვერ დააბრალეს, ამ შემთხვევაში ჩამომსვლელი არსად არ არის. გამორიცხულია, ამ ადამიანმა გაბედოს ჩამოსვლა, ციხეში ჩაჯდომა და იქ რაღაც დროის გატარება, თუ სხვა წარმოდგენები და მოლოდინები არ ექნა. იმ შემთხვევაში, თუ მუხტს აწევენ, როგორც თავად უნდათ ამ ბინძური კამპანიის ფონზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მართლა იფიქროს. ქართველ ხალხზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. ქართველი ხალხი იმ წარსულში დაბრუნებას, რომელსაც ახლა გვახვევენ თავზე, არასდროს დაუშვებს. [/su_quote]
-განაცხადა “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.