ახალი ამბები პოლიტიკა

გახარია: ისეთ სისტემაზე მივდივართ, მთავრობა შეიძლება 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა გვყავდეს

[su_quote] როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ამდენი წელია რაღაცას ვაკეთებთ, ვაკეთებთ და საბოლოოდ მივედით საპარლამენტო დემოკრატიამდე და პოლიტიზებული საჯარო სექტორიც როგორ წარმოგიდგენიათ… ჩვენ ახლა ისეთ სისტემაზე მივდივართ, რომ მთავრობა შეიძლება 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა გვყავდეს. 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა მთავრობა რომ იყოს, ჩვენი მენტალიტეტით და იმ წესებით, როგორც ახლა ვცხოვრობთ, გამოდის რომ ნებისმიერ სამინისტროში სამმართველოს უფროსიდან დაწყებული ზემოთ სულ ყველა უნდა გამოცვალონ. ეს წარმოუდგენელია საერთოდ . ამიტომ, თუ პრინციპების დონეზე საზოგადოება არ შეთანხმდა, რომ კორუფცია ფუნდამენტში ანგრევს ქვეყნის განვითარების ნებისმიერ პერსპექტივას და თუ ყველაზე საუკეთესო ხალხი საპასუხიმგებლო პოზიციებზე არ იქნება, არაფერი არ გამოვა. ყველგან, სეა სპორტშიც, ხელოვნებაშიც, ყველგან  [/su_quote]

, –  ამის შესახებ გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

იტვირთბა....