პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში დასაბრუნებლად “საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა.
“ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, ეს გამორიცხულია, რომელსაც ჰქვია “საერთო სახალხო მოძრაობა”. ტელეფონის ნომრებს მოგაწოდებთ ჩვენს გვერდზე – “საერთო სახალხო მოძრაობა” ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით. შექმნა დანგრეული, ჩამოშლილი, ჩაბნელებული საქართველოდან – სახელმწიფო და დააყენა ფეხზე” ,- განაცხადა ჩარკვიანმა გამართულ ბრიფინგზე.