“გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, ეხმაურება “ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს და აცხადებს:
“”ქართულ ოცნებას” ამ დიად გამარჯვებას ვულოცავ – როგორც ჩანს, მიზნისთვის მიუღწევიათ და არჩევნებში 48%-ს იღებენ – ყოჩაღ და ვულოცავ!
ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენი შედეგი გამოვასწოროთ და პროცენტი გავზარდოთ. გუშინ Edison Research-ის კვლევის შედეგები დაიდო. შეიძლება არც ეს არის სანდო. წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ცდება და ბევრი პრობლემა შეიძლება ამ კვლევის დროსაც იყოს, მაგრამ რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გავაკეთო “ქართული ოცნების” კვლევაზე, რომელიც გასული წლის არჩევნების შედეგებს იმეორებს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.