ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქვს თუ არა კარიერულ წარმატებას ფორმულა?!

  • თეგეტა მოტორსი გუნდის ახალ წევრებს ეძებს, – შეავსე აპლიკაცია და დაიწყე კარიერა თეგეტაში

დღეს რომ კითხოთ ზაზა კუკულაძეს რა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა, გეტყვით, რომ ავტოინდუსტრიაში მოხვედრა, – თუ მეორე კითხვასაც დაუსვამთ, 5 წლის შემდეგ თავი სად წარმოუდგენია, მისი  პასუხი არ შეიცვლება. არც არის გასაკვირი, – 21 წლის სტუდენტი, რომელსაც მანქანების არა თუ არაფერი გაეგებოდა, მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა,  თეგეტა მოტორსში აღმოჩნდა, უბრალოდ ბედი სცადა და გამოუვიდა. დღეს უკვე თეგეტა მოტორსის ბათუმის მომსახურების ფილიალის გაყიდვების ჯგუფს ხელმძღვანელობს.  

ყველაფერს დასაწყისი, მაგრამ სხვადასხვანაირი გაგრძელება აქვს, – ზაზას ისტორიას მივყვეთ, – ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტს მუშაობის დაწყება უნდა და მიზნის მისაღწევად ეძებს გზებს. ასე ხვდება თეგეტა აკადემიაში, სადაც ავტომანქანებს ჯერ უბრალოდ შორიდან, ვიზუალურად სწავლობდა და თეორიულ კურსს გადიოდა. უცხო სიტყვები იყო ,,კატალიზატორის დაჩიკი“ (ჟანგბადის სენსორი), ,,ბაბინა“ (კოჭა), ,,პაჩებნიკი“ (საკისარი), არც სარქველის ზამბარა იცოდა, არც გიტარა და არც ,,შარავოი“, – სამაგიეროდ ჰქონდა სწავლის სირვილი და ჰყავდა ტრენერები, რომლებმაც დეტალებში გასარკვევად უკვე ძრავშიც ჩაახედეს. 

ერთი შეხედვით ჯადოქრობას თავისი სახელი დაერქვა, ეს იყო მანქანის მექანიზმი, რომლის მუშაობის სპეციფიკასაც დღეს ზაზა კუკულაძე სრული სიზუსტით აგიხსნით. 

,,როდესაც გავიგე ამ შესაძლებლობის შესახებ, ვიფიქრე, – სად თუ არა თეგეტაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი, წარმატებული და სტაბილური ქართული კომპანიაა. იყო შიშის მომენტი, რამდენად შევძლებდი, იქნებოდა თუ არა საერთოდ ჩემთვის საინტერესო, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩემი ცოდნა და უკვე თეგეტაში მიღებული გამოცდილება ერთმანეთს ნელ-ნელა დაუკავშირდა. ამან უფრო გამამხნევა და დღეს უკვე გაყიდვების ჯგუფის უფროსი ვარ“

ასე იწყება კარიერა თეგეტაში. მსურველები ჯერ თეგეტა აკადემიაში თვენახევრიან თეორიულ კურსს გადიან, შემდეგი ნაბიჯი კი უკვე გარანტირებული დასაქმებაა. ამ შესაძლებლობით სარგებლობა და საკუთარი ძალების მოსინჯვა შემოდგომიდან ქუთაისის, ფოთის და ბათუმის მცხოვრებლებსაც შეუძლიათ. ამისათვის მხოლოდ განაცხადის შევსებაა საჭირო. სასწავლო კურსი, რომელიც ბათუმში წარიმართება უფასოა. შერჩეული აპლიკანტების ტრანსპორტირების და თვენახერის განმავლობაში ბათუმში ცხოვრების ხარჯებს თეგეტა მოტორსი დაფარავს.  

21 წლის იყო ზაზა კუკულაძე, როდესაც თეგეტაში მოხვდა, ამბობს, რომ ეს იყო პირველი სერიოზული სამსახური და პირველი დიდი პასუხისმგებლობა. პარალელურად არც უნივერსიტეტში სწავლა შეუწყვიტავს. შუა გზაზე საქმის მიტოვება არც თვითონ უყვარს და არც ახალი მიღწევების სურვილი დაუკარგავს, – სტაჟიორობას, ხელშკრულება და კონსულტანტის პოზიცია, შემდეგ კი დაწინაურებაც მოჰყვა. დღეს ჯგუფის უფროსია მის გუნდში კიდევ სამი თანაშრომელია. 

,,როდესაც თანამშრომელი თავისი საქმის ერთგული და შრომისმოყვარეა, ამას თეგეტაში ყველაზე მეტად აფასებენ და გეტყვით, რატომაც, – ყველაზე მეძიმე პერიოდში, როცა უკვე კორონას გამო რამის ყველაფერი გაჩერდა, ჩვენი კომპანია ფეხზე იდგა და არა თუ შევინარჩუნეთ სამსახური, არამედ ზუსტად ამ რთულ სიტუაციაშიც, ყველაზე ნაკლებად რომ ველოდი, დამაწინაურეს კიდეც. ის ადამიანიც ვის ადგილზეც მე დავინიშნე, კიდევ უფრო წინ წავიდა.“ არც თვითონ გაჩერებულა, ბაკალავრიატი დაამთავრა და ახლა ბათუმის უნივერსიტეტში მაგისტრატურის სტუდენტია. თეორიულ ცოდნას აგურ-აგურ გამოცდილებასაც აშენებს და კარიერის გაგრძელებასაც თეგეტაში გეგმავს. 

აქვს თუ არა წარმატებას ფორმულა,  ვკითხეთ ზაზას – აღმოჩნდა, რომ არც კარიერის დასაწყისში სტარტის ხაზთან ხვდები შემთხვევით და ფინიშამდე მისასვლელ გზასაც თავად ირჩევ. მთავარია არ გაუშვა შანსი, რომელიც  ხელისგულზეა. 

,,თეგეტა მოტორსი“ მის შვილობილ კომპანისთან ,,თეგეტა აკადემიასთან ერთად, განაგრძობს კამპანიას ,,დაიწყე კარიერა თეგეტაში“, რომელიც ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს მოიცავს. მსურველები ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში გარანტირებულად საქმდებიან. 

სასწავლო კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს. 

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი 20 სექტემბერია.

იტვირთბა....