“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე , ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლაზე მედიასთან საუბრობს და აცხადებს, რომ “თუ ჩამოვა იქნება პატიმარი, რომელსაც არავინ აწამებს” და მაშინ “მიხვდება განსხვავებას მისსა და დემოკრატიულ მმართველობას შორის”.
მდინარაძე თვლის, რომ სააკაშვილის დაპირება ჩამოსვლაზე “ქართულ ოცნებას” ხმებს თუ არ მოუმატებს, არ წაართმევს.
“მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რიგით 37- ე დაანონსება “ქართული ოცნებისთვის” საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ეს ადამიანი ყიდის თავის თავს, თავის ქვეცნობიერს. რამდენჯერაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი პარტია, იმდენჯერ აანონსებს ჩამოსვლას, მაგრამ ვერ ჩამოდის. თუ ჩამოვა, არ იქნება ცუდი, რადგან მართლმსაჯულება აღსრულდება და ციხეში მოპყრობის მისი ნაშენები და დანერგილი ტრადიციებისგან განსხვავებით, მას სხვანაირად მოეპყრობიან, რადგან დემოკრატია სხვანაირად მოითხოვს. ის იქნება პატიმარი, რომელსაც არავინ აწამებს, უფლებებს არავინ შეუზღუდავს, კარგ საკანში იჯდება და მიხვდება განსხვავებას ამ საკითხზე მის მმართველობასა და დემოკრტიულ მმართველობას შორის,”- განაცხადა მდინარაძემ ჟურანლისტებთან საუბრისას.