სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მთავარი პერსონაჟის, კატოს როლის შემსრულებელი მსახიობი, ნინო გაჩეჩილაძე ფეისბუქზე წითელი „მერსედესის“ ფოტოს აქვეყნებს და წერს: „წითელი მაიმუნის წელიწადს წითელი მანქანით უნდა შეხვდეო, ნათქვამია! :))))
მანქანის სერია არის ga-ch. ცნობილია, რომ ნინოს გვარიდან გამომდინარე, მეგობრები „გაჩკას“ უწოდებენ. როგორც ჩანს მსახიობმა მეტსახელი მანქანის სერიადაც შეარჩია.
მეგობრები ფეისბუქზე შენაძენს ულოცავენ. „მეტრონომიც“ უერთდება საერთო მილოცვას.