.
„საზამთროს ბიჭი“ – ზუსტად ამ სახელწოდებით გახდა პოპულარული ავსტრალიელი პატარა ბიჭი, რომელიც კრიკეტის მატჩზე გამოჩნდა და რომელმაც არც თუ ისე პატარა საზამთრო კანიანად შეჭამა.
მიშელ შიბეზმა, ცნობილმა, როგორც „საზამთროს ბიჭი“ განაცხადა, რომ მან სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რათა სტადიონის დიდ ტაბლოზე გამოჩენილიყო.
კრიკეტის კომენტატორები შოკში ჩავარდნენ, როდესაც დაინახეს ბიჭი, რომელიც მთლიან საზამთროს კანიანად მიირთმევდა.