ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: ყველაფერი კარგად იციან და არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია არ ცდილობს საკუთარი რესურსის გამოყენებას, რადგან იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან.

“კვლევებს ეგენიც ხომ ატარებენ, ხომ იციან რეალურად რა მდგომარეობაა. ვის რა მხარდაჭერა აქვს, როგორი თანადგომა აქვს კახა კალაძეს დედაქალაქში მაგალითად. ყველაფერი კარგად იციან და უბრალოდ არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში. წინასწარ იციან რეზულტატი, თუ რა იქნება”,- ამბობს კალაძე.

31 აგვისტოს ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია რეკლამებს იმიტომ არ იყენებს, რომ შემდეგ არათანაბარ საარჩევნო გარემოზე ისაუბროს.

იტვირთბა....