ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ხაზარაძე: მოღალატე ოკუპანტი ოცნების ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას

ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე,

როცა ყველაზე მეტი მოქალაქე გეღუპება ყოველდღიურად პანდემიის გამო,

როცა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ხარ,

როცა უმუშევრობა მაქსიმუმზეა, როცა სასამართლო კლანურია,

როცა ბავშვები შიმშილობენ…

მეტს აღარ გავაგრძელებ,

ამ დროს შენს მთავარ პარტნიორს პოლიტიკურ და ფინანსურ  ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ეუბნები,

სხვა არაფერი ქვია, რომ დეკლარირებულად ხარ რუსული ძალა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხარ მოღალატე იმ ადამიანების წინაშე ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, მოღალატე ოკუპანტი ოცნების ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას

ამის შესახებ პარტია ლელო-საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....