[su_quote]ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღებისა და აღსრულების მეტი კონტროლისა და უფრო ინტენსიური აცრების ფონზე, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო. თუმცა, ჯერჯერობით, შემთხვევათა რაოდენობის მაღალ ნიშნულზე. დღეს, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ბოლო 7 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ ჩამოსცდა 10%-ს.
ასევე პირველად ბოლო 60 დღის განმავლობაში ინციდენტობის ე.წ. კუმულაციურმა მაჩვენებელმა კუდი ჩამოსწია ქვემოთ, ანუ გადაიარა პიკი და ფერდზე ვართ. ანუ შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით. რეპროდუქციის ინდექსი 1%-ს ჩამოსცილდა და გვაქვს 0.86%. სამწუხაროდ, ჯერეჯერობით ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა რჩება მაღალი. ეს პიკის გადავლიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს თანდათან შემცირებას. აცრების მაჩვენებელია გაზრდილია ქვეყანაში…[/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

