[su_quote]ამ ეტაპზე, პენიტენციურ სისტემაში გვაქვს 96 აქტიური ინფიცირების შემთხვევა, რაც არის პატიმრების სრული რაოდენობის 1%. აქედან, 56 პაციენტი მკურნალობს კლინიკა ვივამედში და 40 ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინე სივრცეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტიური შემთხვევები ძირითადად არის ე.წ. მიმღები დაწესებულებებიდან. გამოვლენილი იქნა საკარანტინე სივრცეებში და ბუნებრივია, შემდგომ ჩვენ აღვკვეთეთ გავრცელება.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ პატიმრების ინფიცირებას რაც შეეხება, ეს არის 1% და 70%-ზე მეტი პატიმრების სრული რაოდენობისა არის ვაქცინირებული. აქვე განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლების 80%-ზე მეტი არის უკვე ვაქცინირებული, რაც აქტიურად ამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკებს[/su_quote]
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

