ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დელისის მიწისქვეშა გადასასვლელთან მამაკაცი გარდაიცვალა

დელისის მეტროსთან, მიწისქვეშა გადასასვლელთან მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია, რომლის ცხედარიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ამ წუთისთვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....