[su_quote] არ ვიცი რამდენად საინტერესო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის არაფრისმომცემი განცხადებები, უბრალოდ, სასაცილო და კომიკური ფიგურა გახდა. მე არ ვაპირებ მასზე კომენტარის გაკეთებას, მაქვს ჩემი საქმე, ჩემი საარჩევნო კამპანია და ხედვები ქალაქთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი და საით მივდივართ, ამაზე ვაპირებ საუბარს თბილისის მოსახლეობასთან მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში [/su_quote]
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

