[su_quote]ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაციები, ეს არის სწავლა სასკოლო გარემოში. ჩვენი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაყებას, პირველ რიგში ეს იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება[/su_quote]
განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

