22 წლის ლადო გოგუა, რომელიც შეკვეთილში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე პირთან ერთად სკუტერი სპეციალური ელექტრომოწყობილობით ზღვიდან ამოჰყავდა, რა დროსაც წყალში მყოფ ახალგაზრდას დენმა დაარტყა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

