საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 915 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 78 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,94%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 411 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 305 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 106 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661.

