[su_quote]ვერანაირი 5, 10, 30 ბნელი მღვდელი, ვერ გადაწონის იმას, რაც არის სახელმწიფოს ფუნქცია. ეს არის ივანიშვილის თამაში. საზოგადოება არის უპასუხისმგებლო, ჩვენ ვართ ბნელები, გაუნათლებლები, ჩვენ არაფერი არ გვესმის მღვდლების. და უკაცრავად, სახელმწიფო სად არის?! 5 და 10 კაცი თუ მოგიწოდებს, ამის გამო მთელი საზოგადოება ჭკუიდან გადავიდა და რა უნდა ვქნათ, გამოვათრიოთ და ვცემოთ? ფუნქცია არის იმის, რომ როდესაც არის სახელმწიფო, მუშაობს სისტემა და აცრები არის ძალიან მნიშვნელოვანი… სამედიცინო სისტემა რომ არის მთლიანად ჩამოშლილი, ამას რა დიდი ლაპარაკი უნდა? 90% რომ გვიკვდება პაციენტების, ვინც არის მიერთებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ერთ-ერთი ყველაზე უშედეგობა რომ გვაქვს რეანიმაციული მკურნალობის, ტელევიზორიდან ვერ აგდებენ ჩვენ რეანიმატოლოგებს, ყელ-ყელაობენ ტელევიზორში როგორი ლამაზები გახდნენ. ამ დროს პანტა-პუნტით უკვდებათ პაციენტები. ეს მღვდლების გაკეთებულია? თუ საზოგადოების უპასუხისმგებლობის შედეგია? თუ ეს არის პირდაპირი შედეგი უუნარობის კი არა, ამ სისტემის მტრული, პირდაპირი საბოტაჟის[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

