ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კულუმბეგოვი: სასწავლო პროცესის სკოლაში გაგრძელება თუ მოხერხდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვების აცრა დავიწყოთ

[su_quote] სასწავლო პროცესის სკოლაში გაგრძელება თუ მოხერხდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ დავიწყოთ ბავშვების აცრა. ბავშვებს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი არ აქვთ, ბავშვებში მსუბუქად და საშუალოდ მიდის კორონავირუსის მიმდინარეობა 99.9-ში, მაგრამ ხშირად ამ სოციალიზაციის შემდგომ, ბავშვები აგენერირებენ და სახლში მიაქვთ ინფექცია. ახლა ზაფხულში პირიქით ხდება, ბავშვებს დაინფიცირების წყარო ძირითადად უფროსები არიან. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ახლა რაც შესაძლებელია უფროსებმა გაიკეთონ ვაქცინა და შემოდგომისთვის, როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ, რომ ბავშვების ვაქცინაციაც დავიწყოთ [/su_quote]

ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

იტვირთბა....