aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

მსოფლიო პატრიარქი: ვაქცინით აცრის შიში აბსურდია, ანტივაქსერები არასწორად ფიქრობენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიო პატრიარქი ბარლომეოსი მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც პატრიარქმა განაცხადა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შიში სრული აბსურდი და უსამართლობაა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრან, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული საფრთხეები, რაც მათ სიკვდილამდე მიიყვანს. ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერების წარმომადგენლებს, მეცნიერების აღმოჩენებსა და მათ ჩვენს ცხოვრებას ვუსაბამებთ“, – განაცხადა ბართლომეოსმა.

მისივე თქმით, ანტივაქსერები არ ფიქრობენ სწორად და ლოგიკურად. ისინი უსამართლოდ ექცევიან საკუთარ თავს, თავიანთ ახლობლებს, ვინაიდან ისინი გაუაზრებლად გადასცემენ კორონავირუსს თავიანთ თანამოძმეებს, რაც დიდი საფრთხეა.

იტვირთბა....