aviabiletebi
მთავარი მსოფლიო

ციხე, სიკვდილი ან გამარჯვება – ბრაზილიის პრეზიდენტს მომავლის სამი ალტერნატივა აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ საკუთარი მომავლისთვის სამ ალტერნატივას ხედავს: ციხეს, სიკვდილს ან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

ამის შესახებ ბიბისი წერს.

გამოცემის ცნობით, ყოფილმა სამხედრო ოფიცერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ციხეში მოხვედრის შანსი არ არსებობს, რადგან „დედამიწაზე არ არსებობს კაცი, რომელიც მას დაემუქრება“.

66 წლის პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს ბრაზილიის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის არაღიარებით იმუქრება.

ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად მემარჯვენე პოპულისტი ლიდერი მემარცხენე ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას ჩამორჩება.

იტვირთბა....