პარტია ლელო-საქართველოსთვის თბილისის ათივე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.
პარტიის გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყველა მათგანი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლაში ჩაერთვებიან.
ლელოს მაჟორიტარი კანდიდატები არიან:
მთაწმინდა – საბა ბუაძე
ვაკე – მედეა მეტრეველი
კრწანისი – თაზო დათუნაშვილი
საბურთალო – ვატო სურგულაძე
ისანი – ლანა გალდავა
ნაძალადევი – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
დიდუბე – დიმიტრი აბაშიძე
სამგორი – გულიკო ზუმბაძე
ჩუღურეთი – კახა ჟღენტი
გლდანი – თამარ ადამია
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

